"საპარტნიორო ფონდში" შვეიცარული "კრედიტ სვისის" გენერალურმა დირექტორმა შეხვედრა გამართა

"საპარტნიორო ფონდში" შვეიცარული "კრედიტ სვისის" (Credit Suisse) გენერალურმა დირექტორმა სურჯან სინგმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

"საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სტუმარს ფონდის ფინანსურ ინსტიტუტად ფორმირების გეგმა გააცნო.  მათივე ინფორმაციით, "კრედიტ სვისის" გენერალურმა დირექტორმა ინტერესი გამოხატა ახალ საფინანსო ინსტიტუტთან დაკავშირებით და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. სურჯან სინგმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს საქართველოსთან ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები და ურთიერთობები გაგრძელდეს ინტენსიურ რეჟიმში.

"კრედიტ სვის" (Credit Suisse) არის შვეიცარიაში ბაზირებული მულტინაციონალური ფინანსური მომსახურების ჰოლდინგის წევრი ბანკი, რომელიც საბანკო მომსახურების და სხვა ფინანსური სახის ოპერაციებს ახორციელებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.