ნასა დედამიწაზე გიგანტური ასტეროიდის მოახლოებაზე იუწყება

ნასა-ს სპეციალისტებმა გიგანტური ასტეროიდი აღმოაჩინეს, რომელიც მათი მტკიცებით, 31 ოქტომბერს დედამიწას რეკორდულად ახლო მანძილით მოუახლოვდება.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასტეროიდი, სახელწოდებით 2015 TB145, დედამიწასთან 499 ათასი კილომეტრი სიჩქარით ჩაივლის.

ნასა-ს ცნობით, ასტეროიდის დიამეტრი 280-დან 620 მეტრს შეადგენს. პროგნოზის თანახმად, ის დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ბოლოს დიდმა ასტეროიდმა ჩვენს პლანეტას ყველაზე ახლოს 2006 წელს ჩაუქროლა. 31 ოქტომბრის შემდეგ, მსგავსი მოვლენის განმეორებას მეცნიერები 2027 წლის აგვისტოში პროგნოზირებენ.