"რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო განხილვა 26 ოქტომბერს განახლდება

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე მომდევნო პროცესი 26 ოქტომბერს, 10:00 საათისთვის ჩაინიშნა.

გუშინ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიმოიხილა როგორც მოსარჩელე მხარის სარჩელი, ასევე მოპასუხე მხარის შესაგებელი, რითაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას შუამდგომლობების ეტაპი დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მოსამართლემ მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც "რუსთავი 2"-სთვის და მისი მფლობელებისთვის ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება, გადაწყვეტილება სწორედ 26 ოქტომბერს უნდა გამოაცხადოს.

როდის გახდება სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი, ჯერ უცნობია.