ბარაკ ობამამ თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტო დაადო

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტო დაადო. რესპუბლიკელების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, 2016 წელს თავდაცვის ხარჯების 612 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებდა. აღნიშნული თანხიდან 300 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება უკრაინისთვის იყო გათვალისწინებული. როგორც "ბიბისი" წერს, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს თანხების გადაჭარბებულ ხარჯვას უსარგებლო პროგრამებზე, ასევე აფერხებს გუანტანამოს ციხის დახურვის პროცესს.

ობამას მოსაზრებით, თავდაცვითი ბიუჯეტის კანონპროექტი შეაფერხებს არმიის მოდერნიზებისთვის აუცილებელ რეფორმებსაც. ობამას ვეტოს გამო ამერიკულ კონგრესს დოკუმენტის გადახედვა მოუწევს. როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა განაცხადა, ობამა არმიის ნაცვლად უპირატესობას შიდა პოლიტიკას ანიჭებს და ამით აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, მათ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმა არ აქვთ. ობამას ვეტოს გამო კონსულტაციები თავდაცვის ბიუჯეტზე კვლავ განახლდება.