"ტვიტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა თანამშრომლებს 200 მილიონი დოლარი აჩუქა

მიკრობლოგ „ტვიტერის“ თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ თანამშრომლებს „ტვიტერის“ აქციების მესამედი აჩუქა.

„ტვიტერის“ აქციების ერთ-მესამედს, რაც კომპანიის აქციების ზუსტად 1%-ია, ჩვენს თანამშრომლებს ვჩუქნი და ამგვარად ვახდენ რეინვესტირებას ჩვენს თანამშრომლებში. რაც შემეხება მე, მირჩევნია რაღაც დიდის პატარა ნაწილი ვიყო, ვიდრე რაიმე პატარის დიდი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ „ტვიტერი“ დიდ კომპანიად ვაქციოთ“, - დაწერა ჯეკ დორსიმ მიკრობლოგზე.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, „ტვიტერის“ აქციების 1%-ის ფასი ამ ეტაპზე  200 მილიონ დოლარს შეადგენს.

დორსის განცხადების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი ელექტრონულ ბირჟაზე 0,7%-ით გაიზარდა. „ტვიტერის“ კაპიტალიზაცია 20 მილიარდი დოლარია.

ჯეკ დორსი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად ცოტა ხნის წინ დაინიშნა. ახალ პოსტზე მისვლისთანავე დროსიმ კომპანიაში რესტრუქტურიზაცია განახორციელა, რომლის ფარგლებშიც „ტვიტერი“ თანამშრომლების 8%-ს შეამცირებს.

„ფორბსის“ მონაცემებით, ჯეკ დორსის ქონება 2,2 მილიარდი დოლარია.