ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ნოემბერში დაიწყება

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2014 წლის 1-ელ სექტემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება. "სექტემბრის დასაწყისში, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ჩინეთში, ორი პრემიერ-მინისტრი შეთანხმდა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნები დაიწყებენ მოლაპარაკებას უკვე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და ჩვენ აღნიშნულს დავიწყებთ ნოემბრის შუა რიცხვებში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ჩინეთის მხრიდან ამ პროცესში ჩაერთვება ჩინეთის კომერციის სამინისტრო, ხოლო საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.