საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის პრეზიდენტის არჩევნები ხვალ გაიმართება

24 ოქტომბერს, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში, საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. პროფკავშირების ინფორმაციით, საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის პრეზიდენტის არჩევა 4 წლის ვადით მოხდება. არჩევნებზე დასასწრებად დელეგატები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავლენ. თავად დელეგატები ერთი თვით ადრე პირველად ორგანიზაციებში ასევე, არჩევნების გზით შეირჩნენ. პროფკავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე ლავრენტი ალანიაა.

არჩევნები ტრანსპორტის მუშაკთა დღეს ემთხვევა და ამ დღის აღსანიშნავად, სფეროს დამსახურებულ წარმომადგენლებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები გადაეცემათ.