რჩევები მათ, ვინც აგარაკის შეძენას აპირებს

რა უნდა გავითვალისწინოთ ქალაქგარეთ სახლის ყიდვისას? „ბიზნეს ინსაიდერი“ იმ კითხვების სიას აქვეყნებს, რომელსაც აგარაკის შეძენის მსურველმა უნდა უპასუხოს იმისათვის, რომ ის შენაძენით იმედგაცრუებული არ დარჩეს.

1. რა უნდა იყოს სახლში?

ზოგისთვის მნიშვნელოვანია გოლფის მოედანი, ზოგისთვის ბავშვთა გასართობი მცირე მოედანი, ზოგს კიდევ უზარმაზარი სამზარეულო სურს, რომელიც კარგად იქნება აღჭურვილი იმისათვის, რომ გურმანებმა ისიამოვნონ. თქვენ წინასწარ უნდა ჩამოწეროთ ის აუცილებელი დეტალები, რაც სახლში აუცილებლად უნდა იყოს.

2. არის თუ არა ახლოს სასურსათო მაღაზია? ქალაქში მცხოვრები ადამიანები მიჩვეულები არიან 24-საათიან მაღაზიებს, ამიტომაც მათთვის მნიშვნელოვანია სახლთან ახლოს იყოს მაღაზია, სადაც ისინი შეძლებენ სურსათის ყიდვას, როცა დასჭირდებათ.

3. არის თუ არა რაიმე გასართობი ადგილები იმ სოფელში/ქალაქში, სადაც აგარაკს ყიდულობთ? ეწყობა თუ არა რაიმე ფესტივალები, ღონისძიებები? ასევე სად შეიძლება დროის გატარება?

4. საჭიროების შემთხვევაში, შეძლებთ თუ არა აგარაკის გაქირავებას? ხშირად აგარაკის მფლობელები სეზონურად აქირავებენ აგარაკს იმისათვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ.

5. რა მანძილითაა დაშორებული აგარაკი თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან? აგარაკის მყიდველთა უმრავლესობას არ სურს ქალაქგარეთ სახლის ყიდვა, რომელიც 2.5 საათზე მეტით იქნება დაშორებული საცხოვრებელი ადგილიდან. ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტი, რითიც აგარაკამდე ჩასვლა არის შესაძლებელი.