Champion Petfoods საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

ქართულ ბაზარზე შინაური ცხოველების საკვების მწარმოებელი, წამყვანი კანადური კომპანია - Champion Petfoods შემოვიდა. ამ უამრავი ჯილდოს მფლობელი მწარმოებლის ბრენდები -"აკანა" და "ორიჯენი" ექსკლუზიურად ზოომაღაზიების ქსელ “ზოომარტში“ იქნება წარმოდგენილი.

"აკანა" და "ორიჯენი" თავისი შემადგენლობით სუპერ პრემიუმ კლასზე ბევრად მაღალი ხარისხის, უნიკალური კონცეფციის და ტექნოლოგიის საკვები გახლავთ, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. პროდუქტის შემადგენლობის 80% ადამიანის საკვებად ვარგისი ახალი, გაუყინავი ხორცია. ფრინველსა და საქონელს, რომელთა ხორციც საკვებშია გამოყენებული, ალბერტას შტატის ღია ფერმებში ზრდიან. თევზს კი ადგილობრივ მდინარეებში ცოცხლად იჭერენ და იმავე დღეს, გაყინვის გარეშე იყენებენ წარმოებაში.

bpn

"ზოომარტის" დამფუძნებლის, თორნიკე ელიზბარაშვილის თქმით, Champion Petfoods-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თითქმის სამ წელს გრძელდებოდა. "აკანასა" და ორიჯენის გაყიდვების დაწყება, თავისუფლად შეგვიძლია, ქართულ ზოოინდუსტრიაში მიმდინარე წლის მთავარ მოვლენად ჩავთვალოთ.

გაიგეთ მეტი კომპანია Champion Petfoods-ზე: https://www.youtube.com/watch?v=OlwlxTEkMCg

გაიგეთ მეტი "აკანასა" და "ორიჯენზე": https://www.youtube.com/watch?v=CNhobiwdgmY

მისამართი:

გივი კარტოზიას ქ. N6

ი. აბაშიძისქ. N78

საკონტაქტო ნომერი: 0322 30 97 08

Email: info@zoomart.ge

Website: http://zoomart.ge

Facebook: https://www.facebook.com/zoomart.ge

R