ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ინდმეწარმე, პაატა გელაშვილი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები არარსებული პროდუქციის მიწოდების და ხე-ტყის წარმოშობის შესახებ.  "საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.