თერჯოლაში ღვინის ფესტივალი გაიმართა

თერჯოლაში ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე დაესწრნენ.

ღვინის ფესტივალზე მუნიციპალიტეტის 18 სოფელს სხვადასხვა სახეობის ღვინო და ადგილობრივი სამზარეულო ჰქონდა წარმოდგენილი. თერჯოლაში ასევე მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და სახალხო მსვლელობაც მოეწყო. დღის ბოლოს კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას.  თერჯოლაში ღვინის ფესტივალი უკვე მესამე წელია, რაც იმართება, თუმცა ის წელს განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა.