ბილ გეითსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის

“მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. წელს, მისი ადგილი ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ზარას“ დამფუძნებელმა, ამანსიო ორტეგამ დაიკავა. „ფორბსის“ მიხედვით, მისი ქონება 79,7 მილიარდს შეადგენს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ესპანელი ბიზნესმენის ქონება 5.2 პროცენტით - 3,9 მილიარდით გაიზარდა. რაც შეეხება ბილ გეითსს, მან მეორე ადგილზე  ჩამოინაცვლა. მისი ქონება ბოლო მონაცემებით, 78,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილს კი ინვესტორი უორენ ბაფეტი იკავებს 64,4 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით.

ამანსიო ორტეგა კომპანია „ინდიტექსის“ მფლობელია. „ინდიტექსი“ „ზარას“, „მასიმო დუტის“, „ბერშკას“, „ფულ ანდ ბეარს“, „სტრადივარიუსის“ და სხვა ტანსაცმლის ბრენდების 6 750 მაღაზიის მმართველი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 88 ქვეყანაშია წარმოდგენილი.