ქართველი მხატვრის ნახატი "სოტბის" აუქციონზე გაიყიდა

24 წლის ლევან სონღულაშვილის ნახატი "მედუზა" ნიუ იორკის "სოტბის" აქუციონზე გაიყიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "მედუზა" ნიუ იორკში მცხოვრებმა კოლექციონერმა შეიძინა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რა თანხა გადაიხადა კოლექციონერმა ქართველი მხატვრის მიერ შესრულებულ ნამუშევარში.

აუქციონის ორგანიზატორთა განცხადებით ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიამ აუქციონის შემდეგ 900 ათასი დოლარს მოუყარა თავი.

აუქციონზე ისეთი ცნობილი არტისტების 150 ნამუშევარი იყო წარდგენილი, როგორებიც პატრიკ დემარშელი, კიკი სმიტი, უილ კოტონი და ოკო ონო არიან.

"სოთბის" ექსპოზიციისა და აუქციონისთვის არტისტებმა ორ ეტაპიანი შესარჩევი საფეხური გაიარეს. პირველი - როცა ხელოვანების მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებს არჩევდა არტ კრიტიკოსებისა და მხატვრებისგან შემდგარი კომისია. მეორე - როცა შერჩეულ ნამუშევრებს საექსპოზიციოდ არჩევდა ნიუ-იორკის "სოთბის" სახლის წარმომადგენლობა.

24 წლის ქართველმა მხატვარმა "მედუზა" 22 წლის ასაკში თბილისში შექმნა. ლევან სონღულაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია 2013 წელს დაამთვრა და ამჟმად ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიაში გადის სამაგისტრო კურსს. მისი ნამუშევრები აქამდე ნიუ იორკის რამდენიმე გამოფენაში იყო გამოფენილი. ის პირველი ქართველია, რომელმაც აკადემიის პრესტიჟული ჯილდო მიიღო. უახლოეს მომავალში ქართველი მხატვარი პერსონალურ გამოფებას მანჰეტენზე, "ჩელსის" ერთ-ერთ გალერეაში გამართვს.

ოფიციალური კურსი
კონვერტორი