აშშ ეჭვობს, რომ "დოიჩე ბანკი" ე.წ. სარკისებურ გარიგებას ახორციელებდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი და ნიუ იორკის ფინანსური მომსახურების სამმართველო Deutsche Bank-ის მოსკოვის ფილიალის საქმიანობას გამოიძიებენ.

აშშ შეამოწმებს, ეხმარებოდა თუ არა გერმანული ბანკი რუს კლიენტებს, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, საკუთარი ფინანსების საზღვარგარეთ გაყვანაში.

კერძოდ, საუბარია ე.წ. სარკისებურ გარიგებაზე, რომლის თანახმადაც, რუსი კლინეტები ფასეულ ქაღალდებს Deutsche Bank-ის მოსკოვის ფილიალის საშუალებით რუბლში ყიდულობდნენ, შემდეგ კი, ამ ქაღალდებს Deutsche Bank-ის ლონდონის ფილიალის საშუალებით, უცხოურ ვალუტაში ყიდდნენ. საუბარია 6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გარიგებაზე.