რუსულ ხომალდებს მსოფლიოს ინტერნეტის გარეშე დატოვება შეუძლიათ

რუსული წყალქვეშა გემები და სადაზვერვო ხომალდები წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელების სიახლოვეს აგრესიულ მანევრებს ახორციელებენ.

„ამერიკელი სამხედროები შიშობენ, რომ კრემლთან ურთიერთობის ესკალაციის ან პირდაპირი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, მოსკოვი ამ კაბელებს დააზიანებს და მსოფლიოს ინტერნეტის გარეშე დატოვებს“, - წერს The New York Times.

როგორც ამერიკულ გამოცემასთან აშშ-ის წყალქვეშა ფლოტის სარდალი ფედერიკ რეგე ამბობს, ყოველდღე შიშობს, რომ რუსები რაღაცას მოიმოქმედებენ.

„ამერიკელი სამხედროები რუსული წყლაქვეშა ხომალდების გადაადგილებას დიდი ყურადღებით აკვირდებიან. შეშფოთების მიზეზი ისიცაა, რომ რუსებს შეუძლიათ, ხელში ჩაიგდონ კაბელების საშუალებით გადაცემული მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამერიკელი სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ რუსები საიდუმლო კაბელებსაც ეძებენ, რომელიც სამხედრო კომუნიკაციისთვის გამოიყენება“, - ნათქვამია „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბიბისის“ ცნობით, წყალქვეშა კაბელებით გადაიცემა ინფორმაცია, რომელიც ყოველდღიურად, 10 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალიზაციის ბიზნესის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.