მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ოქროს ფასი დაეცა

აშშ-ში ენერგომატარებლების მარაგის მოსალოდნელი ზრდის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა.

38 ცენტით შემცირდა „ბრენტის“ მარკის ნავთობის ღირებულება და ბარელზე 47,16 დოლარი შეადგინა.

ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე 53 ცენტით შემცირდა WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი და ბარელზე 43,45 დოლარი შეადგინა.

ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში აშშ-ში ნავთობის მარაგი 5%-ით - 447 მილიონი ბარელით გაიზარდა, რაც მაქსიმუმია წლის ამ პერიოდში 1930 წლის შემდეგ.

დღევანდელი ვაჭრობის შემდეგ მცირედით შემცირდა ოქროს ფასიც. „როიტერის“ ცნობით, ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქრო 0,15%-ით - 1,8 დოლარით გაიაფდა და უნციაზე 1164,4 დოლარი შეადგინა.

0,35%-ით გაიაფდა ვერცხლი და მისმა ფასმა უნციაზე 15,85 დოლარი შეადგინა.