დავით საგანელიძე: დამატებითი მოცულობის გაზი ქვეყანას არ აწყენს

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, დამატებითი მოცულობის გაზი არასდროს არ აწყენს ქვეყანას.

ამის შესახებ საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როგორ აფასებს "გაზპრომთან" დაკავშირებულ მოლაპარაკებებს და რამდენად არის დამატებითი მოცულობის გაზის შესყიდვის საჭიროება. "დამატებითი მოცულობის გაზი არასოდეს არ აწყენს ქვეყანას იმიტომ, რომ რაც მეტი გაქვს გაზი, თავისთავად ცხადია, მით უფრო შესაძლებელია ფასებით ვაჭრობა და ფასების დაწევა. მეორე, როცა გაქვს პოტენციალი ენერგომატარებლების, გაქვს პოტენციალი მისი გადამუშავების, მისგან პროდუქტების დამზადების და შემდეგ რეალიზაციის ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. ასე რომ, ზედმეტი არავის არაფერი არ აწყენს", - განაცხადა საგანელიძემ.