"საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ბანკში“ შაბათს, 24 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

bpn.ge უცვლელად გთავაზობთ „საქართველოს ბანკის“ განცხადებას.

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, რომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით. ამ ფაქტით გამოწვეული შესაძლო ზარალი ბანკს სრულად აქვს დაზღვეული. „საქართველოს ბანკი“ მუშაობას განარგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ხსენებულ ინციდენტს არ გამოუწვევია რაიმე სახის შეფერხება. ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებს“, - ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ განცხადებაში.

როგორც bpn-ისთვის გახდა ცნობილი, შაბათს, 24 ოქტომბერს, „საქართველოს ბანკიდან“ დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, საუბარია 10 მილიონი დოლარის ოდენობის თანხაზე. ერთ-ერთი ვერსიით, თანხა თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალიდან გაიტანეს და ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მოედანზე „რუსთავი 2“-ის კონცერტი მიმდინარეობდა.