"ფეისბუქმა" ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფოს უშიშროების კომიტეტის ანგარიში დაბლოკა

"ფეისბუქმა" ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფოს უშიშროების კომიტეტის "ოფიციალური" ანგარიში დაბლოკა. ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იტყობინება.  სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მოთხოვნით, ე.წ. უშიშროების კომიტეტი ანგარიშის ნაცვლად ჯგუფს შექმნის. "გატყობინებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" ჩვენი ანგარიში დაიბლოკა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მოთხოვნით, ამჟამად ვმუშაობთ ჩვენი ანგარიშის ჯგუფად გადაკეთებაზე", - აცხადებენ ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

როგორც "სპუტნიკ-ოსეტია" იტყობინება, აღნიშნულ გვერდზე ე.წ. უშიშროების კომიტეტის საქმიანობის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.