"ვითიბი ბანკი ჯორჯია" მომხმარებელს ინდივიდუალური დიზაინის ბარათებს სთავაზობს

"ვითიბი ბანკი ჯორჯია" მომხმარებელს ინდივიდუალური დიზაინის ბარათებს სთავაზობს. "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" ინფორმაციით, 27 ოქტომბრიდან "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ დაამზადონ საბანკო ბარათები ექსკლუზიური დიზაინით. მათივე ინფორმაციით, სასურველი ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ვებ-გვერდზე designcard.vtb.ge.

"ამისთვის საკმარისია, მომხმარებელმა აღნიშნულ ვებ-გვერდზე განთავსებული კატალოგიდან შეარჩიოს სპეციალურად მომზადებული ბარათის დიზაინი ან ატვირთოს ნებისმიერი მისთვის სასურველი ფოტო. ვებ-გვერდზე ბარათის შეკვეთის შემდეგ, მომხმარებელი მობილურ ტელეფონზე მიიღებს ბანკის შეტყობინებას დიზაინის განხილვის შედეგებზე, რის შემდეგაც, შეუძლია მიმართოს "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" ნებისმიერ ფილიალს და ორი სამუშაო დღის განმავლობაში მიიღოს სასურველი ბარათი", - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.