"ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს საშემოდგომო ფასდაკლებას სთავაზობს

"ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს დიდ საშემოდგომო ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" ინფორმაციით, 28 ოქტომბერს, 17:00 საათიდან - 22:00 საათამდე, "ელიტ ელექტრონიქსში" წარმოდგენილი ტექნიკის სრულ ასორტიმენტზე 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება. კომპანიის განცხადებით, მომხმარებელს მხოლოდ ამ დღეს შეეძლებათ ისარგებლონ წარმოუდგენლად დაბალი ფასებით "ელიტ ელექტრონიქსში" და მათთვის სასურველი ნებისმიერი ტექნიკა ყველაზე დაბალ ფასად შეიძინონ. კერძოდ, მაცივრები, სარეცხის მანქანები, საშრობი, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, გაზქურები, გამათბობლები, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტელევიზორები, ნოუთბუქები და მობილური ტელეფონები.

"ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველაზე დიდ არჩევანია წარმოდგენილი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, ისეთი როგორებიც არიან ბოში, გორენიე, სამსუნგი, ჰიტაჩი, ტოშიბა, სონი, ფილიფსი, ეფლი, ეიჩპი, დელი, ასუსი და სხვა მრავალი ბრენდების მიერ წარმოებული ლიცენზირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, ფასდაკლება მთელი საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" ყველა ფილიალში ვრცელდება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას, ისე განვადებით შეძენის შემთხვევაში.