ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის გუშინ გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3810 შეადგინა.