საჯარო რეესტრი: ქონების რეგისტრაციის მიხედვით საქართველო მსოფლიოში კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესოა

Doing Bussiness-ის რეიტინგში, ქონების რეგისტრაციის მიმართულებით 189 ქვეყანას შორის საქართველო პირველ სამეულშია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "ფრონტ-ოფისების გამარტივებული, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების კვლევის შემდგომ, წელს პირველად მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ შეფასება ბექ-ოფისების მიმართულებითაც დაიწყეს და "ქონების რეგისტრაციის" ინდიკატორთა ნაკრებს კიდევ ერთი კრიტერიუმი - მიწის ადმინისტრირების ხარისხი დაამატეს.  2015 წლამდე Doing Bussiness-ის რეიტინგი ქონების რეგისტრაციის მიმართულებით მხოლოდ სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობის, რეგისტრაციისთვის საჭირო დროისა და საფასურის მიხედვით განისაზღვრებოდა, რაც ფრონტ-ოფისების საქმიანობის შეფასებას ემყარებოდა. ამ კრიტერიუმებით საქართველოს ბოლო 4 წლის განმავლობაში სტაბილურად პირველ ადგილს ინარჩუნებდა.

ქონების რეგისტრაციის მიმართულებით საჯარო რეესტრში განხორციელებული რეფორმები რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტს მოიცვდა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა მხოლოდ ერთ ოპერატორთან უწევს. რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები კი სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.  გამარტივებული, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების კვლევის შემდგომ, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ შეფასება გაწული მომსახურების ხარისხის მიმართულებითაც დაიწყეს და "ქონების რეგისტრაციის" ინდიკატორთა ნაკრებს კიდევ ერთი კრიტერიუმი - მიწის ადმინისტრირების ხარისხი დაამატეს.

კრიტერიუმი "მიწის ადმინისტრირების ხარისხი" 4 მიმართულებას აერთიანებს: სანდოობა, გამჭვირვალობა, დავების გადაჭრა და დაფარვის არეალი. საჯარო რეესტრში განხორციელებული რეფორმის შედეგად ქართული სარეგისტრაციო სისტემა უზრუნველყოფს სანდოობას, გამჭვირვალობასა და დავების ეფექტურად გადაჭრას, თუმცა ძველი, არასწორი სარეგისტრაციო პრაქტიკის გამო, დაფარვის არეალის თვალსაზრისით კვლავაც არსებობს ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა საჯარო რეესტრის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია. ამ მიზნის მისაღწევად მასშტაბური პროექტების განხორციელება უკვე დაწყებულია. კერძოდ:

• გაერთიანდა უძრავი ქონების უფლებრივი და საკადასტრო ნაწილის რეგისტრაცია;

• მიმდინარეობს ბექოფისების ცენტრალიზება, რომლის მთავარი მიზანი ერთიანი სარეგისტრაციო პრაქტიკის ჩამოყალიბება, სიახლეთა იმპლიმენტაცია, სისტემის ერთიან სტანდარტზე გადასვლა და მონაცამთა ხარსხის გაუმჯობესებაა;

• გრძელდება ქაღალდის არქივის ცენტრალიზება, ციფრულ ფორმატში გადატანა და სისტემატიზაცია, ასევე ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა;

• მიმდინარეობს არქივში დაცული საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადატანაც, რომელიც ელქტრონულ საკადასტრო რუკაზე ძველი, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და მის საზღვრების ასახვას გულისხმობს.

ამას გარდა, საჯარო რეესტრი მსოფლიო ბანკთან ერთად, მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტს ახორციელებს, რომელიც მოქალაქეებისთვის სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უფასოდ დარეგისტრირებას ითვალისწინებს. ამ მიზნის მისაღწევად, მომზადდა კანონპროექტი "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ", რომელიც ქვეყნის მასშტაბით პირველადი რეგისტრაციების დასრულებას და უკვე შეუწყობს ხელს. პროექტი საბოლოოდ მოაგვარებს წლების განმავლობაში მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს: გადაფარვებს, ნაკვეთების იდენტიფიკაციის სირთულეს, სამეზობლო დავებს და სხვა. ამას გარდა, მიწების პირველადი რეგისტრაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვას და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას", - ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.