რა თემები აინტერესებთ ქალებს ინტერნეტში ყველაზე მეტად?!

სწორი კვების ცხოვრების სტილად ქცევა ვერა და ვერ ვისწავლე. თუმცა პერიოდულად მადას ვებრძვი და დიეტას ვიცავ. სულ რამდენიმე კილოგრამი მემტერება. ვიგერიებ, შემდეგ ისევ მიტევს, შემდეგ ბრძოლის სხვა ხერხებს მივმართავ. ვამარცხებ, ისევ მიტევს და ასე გრძელდება უსასრულოდ. სანამ მე კილოგრამები მიტევენ, ვებსაიტებს დიეტები იპყრობს: ,,5 ელემენტარული მეთოდი, რომელიც ერთ კვირაში 3 კილოგრამს დაგაკლებინებთ ’’,  ,,მარტივი და ეფექტური 10-დღიანი დიეტა’’, ,,2 კვირაში მინუს 8 კილო’’ და უამრავი ასეთი დიეტა გვხვდება მთელი დღის განმავლობაში. ამას ისიც ემატება, რომ სადღაც, ვიღაცამ რაღაც ფოტოზე მომნიშნა, შევხედავ და უი. . . მომიმატია. სახლში მისული სასწრაფოდ მინის სასწორზე ვდგები და ვხვდები, რომ ფოტოზე არ მომჩვენებია. ჰოდა, ბოლოს ვბრაზდები და ვამბობ: ,, მორჩა, დიეტაზე გადავდივარ, ოღონდ ორშაბათიდან."

ორშაბათი დილა - შემართებით ვდგები. ამაყი ვარ, უკვე მგონია რომ კილოგრამებიც დაკლებული მაქვს, მე ხომ უკვე დიეტაზე ვარ. ასეთივე შემართებით ვამთავრებ ამ დღეს.

სამშაბათი დილა

- სასწორზე ვდგები და შედეგიც არის. რამდენიმე ასეული გრამი. დღეს შემართებით ვაგრძელებ. შემდეგ სამსახური, ბევრი საქმე. ენერგია იცლება, ვიფიტები. სადილის დრო მოდის, სხვადასხვა საჭმლის სუნი თავგზას მირევს, შინაგანი ხმა ორად იყოფა: ერთი მეუბნება: ,,მიდი ჭამე გემრიელად, რა გჭირს სადიეტო, თანაც გუშინ ხომ იყავი დიეტაზე”. ამ დროს მეორე ხმა მძვინვარებს: ,,არ შეცდე, დაწყებული გაქვს, ბოლომდე მიიყვანე საქმე და თავს ბედნიერად იგრძნობ”. იმის იმედით, რომ ხვალ ამაყი გავიღვიძებ, ისევ დიეტურ სადილს ვირჩევ.

ოთხშაბათი დილა

- სასწორზე ვდგები. მხოლოდ 200 გრამი, არადა გუშინ ხომ თავი გავწირე, გუშინწინაც მშიერი ვიყავი. უფრო მეტს ველოდი. ვატყობ, მოტივაცია ქრება, მაგრამ ჯერ კიდევ ვებრძვი თავს და დილას იოგურტით ვიწყებ. ისევ სამსახური, ისევ ბევრი საქმე, ისევ ვიფიტები. ამ დროს ვიღაცას ,,მაგარი იდეა” აქვს. მოდი, სენდვიჩი გამოვიძახოთ. სენდვიჩის ხსენებაზე უკვე გონება მერევა. ორი შინაგანი ხმა ახლა რიგრიგობით კი არა, ერთდროულად ხმაურობს. ისე ხმაურობენ, რომ ვერცერთის სიტყვებს ვეღარ ვარჩევ. საყლაპავთან რაღაც მეკეტება და უკვე მხოლოდ ერთი ხმა ჩამესმის: ,,გემრიელი სენდვიჩი... ღირს ამისთვის დიეტა კიდევ 4 დღით გადადო და ორშაბათიდან შეუდგე საქმეს’’. და ვიღებ საფულეს - ,,ჩემთვის ერთი ქათმის სენდვიჩი”. მივიღე უდიდესი სიამოვნება, მაგრამ 15 წუთში ჭამით მიღებული სიამოვნება გადაიზარდა სინანულით გამოწვეულ ტანჯვაში. შინაგანი ხმა ისევ ახმაურდა: ,,ეს რა ჩაიდინე, არ გცხვენია?!’’ გვერდზე ვიხედები და ჩემს თანამშრომელს წინ დაჭრილი ხილი უდევს. დიეტაზეა. ვბრაზდები, თანაც ძალიან. და რას ვაკეთებ სიბრაზის დასაცხრომად? სამსახურიდან გასული ნოყიერ ვახშამს მივირთმევ, ზევიდან დესერტსაც ვაყოლებ და ჰარმონიაში ვარ.

ხუთშაბათი დილა - სასწორისკენ არც კი ვიხედები. . .

მუშაობას ვიწყებ. დიეტაზე აღარც ვფიქრობ. თემებზე მაქვს სამუშაო. მაგრამ აქაც საკვები. ერთ-ერთი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიისთვის კონტენტ სტატიის თემა უნდა მოვიფიქრო, marao.ge -ზე განსათავსებლად. შევდივარ კომპანიის ფეისბუქის გვერდზე, იქნებ რამე მომაფიქრდეს. იქ მადისაღმძვრელმა ფოტოებმა სულ გამაგიჟა, ლამაზად დაჭრილი ძეხვეული ბუტერბოდის პურებზე. სალათის ფოთოლი, მდნარი ყველი. კითხვა მიჩნდება, ნეტავ ძეხვი თუა კალორიული?! და იდეამაც არ დააყოვნა. მივიღოთ რჩევები ხორცპროდუქტების ტექნოლოგისგან, დიეტის დროს სოსისის და ძეხვეულის რომელი სახეობები შეგვიძლია მივირთვათ?!

ტექნოლოგმა მშვენიერი რეკომენდაციები მოგვცა. თურმე დიეტის დროს "ქათმის" სოსისი და საქონლის "ივერიაა" რეკომენდებული, რადგან ეს პროდუქტები არ შეიცავს ღორის ხორცს და მათში ცილის შემცველობაც საკმაოდ დიდია. ზოგადად, გვირჩია, რომ როდესაც პროდუქტს ვყიდულობთ, სასურველია, კარგად დავათვალიეროთ შეფუთვა, მითუმეტეს თუ დიეტაზე ვართ, რადგან ყველა პროდუქტზე მითითებულია, თუ რამდენ კალორიას და რა რაოდენობის ცილას შეიცავს ამა თუ იმ სახეობის სოსისი. ამ და კიდევ ბევრ საინტერესო რჩევას ჟურნალისტმა ერთი კარგი ცილოვანი დიეტაც მიაყოლა და საბოლოოდ სასარგებლო, საჭირო სტატია გამოცხვა marao.ge -ზე.

სტატიის შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ორ დღეში:

google analytics: 32, 000 ნახვა;

facebook recommend: 3,050.

facebook shares: 15,000

დიეტა ის თემაა, რომელიც კარგად მუშაობს, როგორც წონის კლებაზე, ისე სტატიის რეიტინგზე. მთელი ეს შინაგანი ღელვები, რაც გიამბეთ, მხოლოდ მე ხომ არ მაწუხებს. თითქმის ყველა ქალი ზრუნავს, ან თუ არ ზრუნავს ფიქრობს მაინც საკუთარ გარეგნობაზე. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ძირითადად ქალებს სწორედ თავის მოვლის შესახებ სტატიები აინტერესებთ. ამას სტატისტიკაც გვიდასტურებს. მათ, ვისაც ქალები აინტერესებთ, როგორც სამიზნე აუდიტორია ან თუნდაც როგორც უბრალოდ ქალი, საინტერესო ინფოგრაფიკას გთავაზობთ, რომელიც marao.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით მოვამზადე.

იხილეთ წყარო და ინფოგრაფიკა