ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება

საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელსაც კანონი ავალებს დეკლარაციის შევსებას, მიეკუთვნება ფიზიკური პირი, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი საანგარიშო პერიოდის წინა კალენდარულ წელს 40 000 ლარს აღემატება, საკუთრებაში აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონება - დასაბეგრი ქონება და არ სარგებლობს ამავე კოდექსით განსაზღვრული შეღავათებით.  "მიღებულ შემოსავლებში იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, დარიცხული და არა ხელზე აღებული ხელფასი და ა.შ. ამ კატეგორიას მიკუთვნებული ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაცია არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. აღნიშნულ ვადაში დეკლარაციის წარდგენა და კუთვნილი გადასახადის გადახდა ევალებათ მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკური პირებსაც", - ნათქვამია განცხადებაში.

დეტალური ინფორმაციისათვის, გადასახადის გადამხდელეთა რა კატეგორიას ეკუთვნის ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს ან გადავიდნენ შემდეგ ლინკზე - http://rs.ge/Default.aspx?sec_id=4845〈=1&newsid=3680.