"ტექნო ბუმში" თვის ბოლო 50%-მდე ფასდაკლება იწყება

"ტექნო ბუმი" მხოლოდ სამი დღით, თვის ბოლო, გრანდიოზულ ფასდაკლებას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, მხოლოდ 29, 30 და 31 ოქტომბერს "ტექნო ბუმის" ქსელში წარმოდგენილი მსოფლიო ბრენდების ყველა დასახელების ტექნიკა: მაცივრები, სარეცხი მანქანები, ტელევიზორები, მობილური ტელეფონები, პლანშეტური კომპიუტერები და ყველა სხვა სახის ტექნიკა 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება.  "სენსაციური ფასდაკლება ასევე ვრცელდება ზამთრის სეზონის ყველაზე აქტუალურ ტექნიკაზე - გაზის გამათბობლებზე. კომპანიის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გამათბობლების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანია. რაც მთავარია, მსოფლიო ბრენდების გამათბობლები უმაღლესი ხარისხისაა და სრულიად უსაფრთხოა",-აცხადებენ "ტექნო ბუმში".

კომპანიის ინფორმაციით, თვის ბოლო, გრანდიოზული, 50%-მდე ფასდაკლება "ტექნო ბუმის" ცენტრებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში 29 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.