ჩინელმა მსახიობმა 31 მილიონ დოლარად ღირებული ქორწილი გადაიხადა (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ შანხაიში წლის ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი გაიმართა. 26 წლის ჩინელმა მსახიობმა და მომღერალმა ანჯელა იანგმა, რომელიც Angelababy-ის სახელით არის ცნობილი, 31 მილიონ დოლარად ღირებული ქორწილი გადაიხადა.

ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ცერემონიას 2 000 სტუმარი ესწრებოდა, სტუმრების უსაფრთხოებაზე 200 მცველი ზრუნავდა. უკლებლივ ყველა სტუმარს სასაჩუქრე ჩანთები დაურიგდა, რომელშიც მობილური ტელეფონები იდო. ცერემონია, რომელიც ჰოლოგრაფიულ სასახლეში გაიმართა, ერთ-ერთ ჩინურ ონლაინ გამოცემაზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

bpn

ქორწილის წინ ფოტოსესიისთვის წყვილი პარიზში გაემგზავრა, სადაც პატარძალი სხვადასხვა ძვირად ღირებული, ექსკლუზიური საქორწილო კაბით ჩნდებოდა კამერების წინ. ქორწილის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი იყო პატარძლის საქორწილო ბეჭედი, რომელიც 1,5 მილიონი დოლარი დაჯდა. ქორწილში ჩინელ მსახიობს კრისტიან დიორის კაბა ეცვა, რომელიც 5 თვის განმავლობაში იკერებოდა. თუმცა, უცნობია მისი ღირებულება.

შედარებისთვის, ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის სამეფო ქორწილი 34 მილიონი დოლარი დაჯდა.