საქართველო რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს

სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ეროვნული ბაზრების განვითარების საკითხებზე, საქართველო რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.  მათივე ცნობით, ფორუმში 130-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს, რომელთა შორის არიან ექვსი ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვას, უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები დასაქმების საკითხებში.

სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. დასაქმების პირველი რეგიონული ფორუმი 2015 წლის 29 ოქტომბერს დაიხურება.