ხილსა და ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადი მცირდება

ხილსა და ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადი მცირდება, - ამის შესახებ გუშინ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.  საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება.

ეკონომიკურმა საბჭომ ასევე მოიწონა საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული (სატრანზიტო) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროექტი.