მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაიაფდა

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,23 დოლარით (0,47%) გაიაფდა და ბარელზე 48,82 დოლარი შეადგინა.

ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე 0,24 დოლარით შემცირდა WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი და ბარელზე 45,70 დოლარი შეადგინა.

„ფაქტორებს, რომლის წყალობითაც უახლოეს მომავალში ნავთობის ფასი გაიზრდება, არ ველოდებით. ბაზარზე კვლავ გადაჭარბებული მარაგია, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს“, - განაცხადა ანალიტიკოსმა მაიკლ მაკარტიმ.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ამერიკაში ნავთობის რეზერვები 3,38 მილიონი ბარელით გაიზარდა.