თბილისი: ვითომ ახალი რეგიონული სავაჭრო ოაზისი?

როგორც ISET-ის მომხმარებელთა ნდობის ინდექსის ბოლო ანგარიში იუწყება, ქართველ მომხმარებლებს არ აქვთ სავაჭრო განწყობა.

თუმცა თბილისი კიდევ ერთხელ შეაზანზარა მთელ რეგიონში უდიდესი სავაჭრო და გასართობი ცენტრის, "ისთ ფოინთის" ზარზეიმით გახსნამ. შედეგად, თუ მომხმარებელთა ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმს აღწევს, საცალო ვაჭრობის სივრცე და მსოფლიო დონის სავაჭრო ცენტრები ნამდვილ პიკზეა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: შეუძლია თუ არა ქართული საცალო ვაჭრობის ბაზარს, უზრუნველყოს ასეთი მოზღვავებული საცალო სივრცის მიწოდება?

თანამედროვე საცალო ვაჭრობის სივრცის მიწოდება უსწრებს ქართულ ეკონომიკას

ქართული საცალო ვაჭრობის სექტორზე მოდის მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 11%, რითიც იგი ეკონომიკის უდიდესი ნაწილს წარმოადგენს. უფრო მეტიც, ბოლო წლებში საცალო ვაჭრობაზე გაწეული დანახარჯები და სავაჭრო სივრცის მომარაგება სტაბილურად აჭარბებდა ქართული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. Colliers International-ის საცალო ვაჭრობის ბაზრის ანგარიშის თანახმად, სავაჭრო სივრცის მთლიანმა რაოდენობამ საქართველოს სამ მთავარ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, 2014 წელს 1.1 მილიარდ კვადრატულ მეტრს მიაღწია, მაგრამ ამ სივრცის მხოლოდ მეოთხედზე ოდნავ მეტი ეჭირა „სავაჭრო ცენტრებს“. უფრო მეტიც, მთლიანი სავაჭრო სივრცის დაახლოებით 80% თავმოყრილია დედაქალაქში.

რაკიინის მეირ (არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული უძრავი ქონების განვითარების კომპანია) თბილისი მოლის გახსნა 2012 წელს იყო უმნიშვნელოვანესი გარდატეხა. თბილისის ჩრდილოეთ ბოლოში მდებარე ეს სავაჭრო ცენტრი იყო პირველი, რომელიც საკმარის სივრცეს უზრუნველყოფდა და სრულად აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. თანამედროვე სავაჭრო ცენტრების სივრცის მომარაგება გაიზარდა დაახლოებით 28%-ით ყოველ მომდევნო წელს და 2014 წლის ბოლოსთვის 292,000 კვადრატულ მეტრს მიაღწია.

თითქოს ბევრია, არა? არც თუ ისე! 79 კვადრატული მეტრით ყოველ 1000 მოსახლეზე, საქართველო ჯერ კიდევ ჩამორჩება დასავლეთ ევროპის საშუალო მაჩვენებელს – 200 კვადრატული მეტრი ყოველ 1000 მოსახლეზე. "ისთ ფოინთის" გახსნა (გლობალური კერძო საინვესტიციო და საკონსულტაციო ჯგუფის, კვადრუმის საინვესტიციო პროექტი) და რამდენიმე შედარებით მცირე მოვლენა 2015 წლის ბოლომდე საქართველოს თანამედროვე სავაჭრო ცენტრების სივრცის ფონდს 42%-ით გაზრდის, რომელიც 2016 წელს კიდევ დამატებითი 10%-ით გაიზრდება.

იხილეთ გაგრძელება