ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" კანონში ცვლილებებს სთავაზობს

ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებას სთავაზობს.

მის მიერ პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, ყოველი წლის ნაერთი ბიუჯეტი შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს წინა წლის ეკონომიკური ზრდის ნახევრით, ხოლო სტაგნაციის შემთხვევაში, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მთლიანი მოცულობა უნდა შემცირდეს არანაკლებ 1% -ით. ამავე პროექტით, ეკონომიკური კლებისას, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ეკონომიკური კლების მაჩვენებელზე არანაკლებ 2-ჯერ მეტად უნდა შემცირდეს.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" კანონში მსგავსი ჩანაწერი, ყოველწლიურად, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ნაერთი ბიუჯეტის წილის შემცირებას უზრუნველყოფს.