პროექტი "თბილისი - მომავლის ქალაქი" კონკურს "5th Ljubljana Future of Cities 2015"-ის ნომინანტი გახდა

თბილისი პროექტით - "თბილისი - მომავლის ქალაქი" კონკურსის "5th Ljubljana Future of Cities 2015"-ის ნომინანტი გახდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ლუბლიანაში გამართულ კონკურსში პროექტი "ტექნოლოგიური გავითარების ფონდმა" წარადგინა. კონკურსის ფარგლებში განიხილეს "ჭკვიანი ქალაქების" პროექტები, გამოწვევები და მათი განვითარების სტანდარტები. "სმარტ სითი" კონცეფციის ფარგლებში ფორუმზე საკუთარი პროექტი რამდენიმე ქალაქმა წარადგინა, თუმცა მათგან ნომინანტი მხოლოდ ხუთი გახდა, მათ შორის თბილისი - პროექტით: "თბილისი - მომავლის ქალაქი". "ტექნოლოგიური გავითარების ფონდის" მიერ წარდგენილმა პროექტმა ფორუმის მონაწილეებს შორის მოწონება დაიმსახურა, გაუსწრო ლონდონს, ლუბლიანას და მეორე ადგილი მოიპოვა ანკარის შემდეგ.

პროექტის წარმატებიდან გამომდინარე თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ასევე "World Council of City Data"-ს (WCCD) პრეზიდენტმა პატრიცია მაკკორნიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ მზად არიან დაეხმარონ თბილისს "ჭკვიანი ქალაქის" სტატუსის მოპოვებაში.WCCD ერთადერთ ორგანიზაციას წარმოადგენს მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ქალაქებზე გასცეს სმარტ სითის შესაბამისობის ISO 37120 სერტიფიკატი.