კასპის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მოსახლეობა რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს

კასპის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მოსახლეობა რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კასპის მუნიციპალიტეტში ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებზე, ახალქალაქზე, გარიყულასა და ერთაწმინდაზე გადის და ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსთან სრულდება.

სამინისტროს განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების, კიუვეტების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობას.  "ამჟამად, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, რკინა-ბეტონის ღარების, კიუვეტების, საგზაო ნიშნებისა და ბოგირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 3.5 კილომეტრიან მონკვეთზე საგზაო საფარი უკვე დაიგო. პროექტი, რომლის ღირებულება 2 478 700 ლარია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მასზე 40 ადამიანია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრება 2016 წელს იგეგმებოდა. თუმცა, ინტენსიური მუშაობის შედეგად მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება", - აცხადებენ სამინისტროში.