ჩინეთში "ერთი ოჯახი - ერთი ბავშვის" პოლიტიკა დაასრულეს

მთავრობამ ჩინელ წყვილებს მეორე ბავშვის ყოლის ნება დართო

ჩინეთის ხელისუფლებამ „ერთი ოჯახი - ერთი ბავშვის“ პოლიტიკის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩინური სააგენტო „სინხუას“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება პეკინში კომუნისტური პარტიის პლენუმზე მიიღეს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამიერიდან წყვილების ორი ბავშვის ყოლის უფლება მისცეს.

ჩინეთში ერთი ბავშვის ყოლის პოლიტიკა 36 წლის განმავლობაში მოქმედებდა. 1976 წელს ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ ასეთი პოლიტიკა ჩინეთში შობადობისა და მოსახლეობის ზრდის შემცირების მიზნით მიიღეს.

„ერთი ოჯახი - ერთი ბავშვის“ პოლიტიკის ამოქმედებიდან, ჩინეთში 400 მილიონი ბავშვის დაბადება აიცილეს თავიდან.

ერთი ბავშვის პოლიტიკის თანახმად, სოფლებში წყვილს მეორე ბავშვის ყოლა იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ პირველი შვილი გოგონა ჰყავდათ.

ჩინეთში გავრცელებული ამ ინფორმაციის ფონზე ბავშვთა კვების ევროპული კომპანიების აქციები გაიზარდა - „დანონის“ აქციები 2,4%-ით გაიზარდა, „ნესტლესი“ – 0,4%. ორივე კომპანიის მოგება ჩინური ბაზრიდან 7%-ია, რომლის მოცულობა 19 მილიარდი დოლარია.