ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების ჩოგბურთის კორტები მოეწყობა

ქუთაისში ჩოგბურთის კორტების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობა იგეგმება. კორტები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვმა და ჩოგბურთის ფედერაცის პრეზიდენტმა დაათვალიერეს. ქუთაისში სპორტის ამ მიმართულებით მოსაწყობია როგორც დარბაზები, ასევე კორტები. პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ქუთაისს დაეხმარებიან. ასევე ისაუბრეს ქალაქში დახურული დარბაზის მოწყობაზე. ,,ჩვენ რაც შეგვიძლია საკანონმდებლო კუთხით, დახმარებას აუცილებლად აღმოვუჩენთ ქუთაისს. როგორც ვნახეთ და გავიგეთ, აქ ძალიან ბევრი ბავშვი მოდის სავარჯიშოდ, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა ბავშვები სპორტით დავაკავოთ", -აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

კორტების თანმედროვე სტანდარტებით მოწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა ქუთაისის მერმაც. შოთა მურღულიამ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აუცილებელია, რათა ხელი შევუწყოთ სპორტის ამ სახეობის განვითარებას.