აშშ-ის სენატმა დეფოლტის აცილების მიზნით ორწლიანი საბიუჯეტო გეგმა მიიღო

აშშ-ის სენატმა, დეფოლტის აცილების მიზნით ორწლიანი საბიუჯეტო გეგმა მიიღო. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დოკუმენტი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხელმოსაწერად გადაეგზავნა.  დოკუმენტის თანახმად, უახლოესი 2 წლის განმავლობაში აშშ-ის საბიუჯეტო ხარჯები 80 მილიარდი აშშ დოლარით გაიზრდება. დაწესდა ასევე აშშ-ის სახელმწიფო ვალის მაქსიმალური ზღვარი, რომლის გადახედვაც 2017 წლის მარტამდე აღარ მოხდება.