აშშ-მ ბელორუსისთვის დაწესებული სანქციების ნაწილი დროებით მოხსნა

აშშ-მ ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ნაწილი დროებით მოხსნა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კირბის განცხადებით, აღნიშნული ზომა ცხრა კომპანიას შეეხო. გადაწყვეტილება 31 ოქტომბრიდან შევა ძალაში. მანამდე, ბელორუსის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები ევროკავშირმაც შეაჩერა.

ვაშინგტონმა სანქციების დროებით მოხსნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბელორუსის ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები გაათავისუფლა.