სოფლის მეურნეობის და სასოფლო დასახლებების სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის მომზადებაზე შეხვედრა გაიმართა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის და სასოფლო დასახლებების სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ შემუშავებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სტატისტიკური სისტემის შეფასების დოკუმენტის ძირითადი შედეგები. ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის სტატისტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმის სტრუქტურა. შეხვედრა პრეზენტაციებისა და დისკუსიების რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო დასახლებების სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის მომზადების დასრულება წლის ბოლომდეა დაგეგმილი. მსგავსი ტიპის დოკუმენტი საქართველოში პირველად მზადდება.