ირაკლი ღარიბაშვილმა და სერჟ სარგსიანმა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და სერჟ სარგსიანმა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე საუბარი გაგრძელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გაფართოებულ შეხვედრაზე. "მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ პოლიტიკას", - აცხადებენ პრესსამსახურში. მათივე თქმით, საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

შეხვედრას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.