„როუმინგის“ ფასები შვიდჯერ შემცირდება

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ხუთ ქვეყანაში „როუმინგის“ ფასები შვიდჯერ შემცირდება. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. ანტიმონოპოლიური რეგულაციების ევრაზიული ეკონომიკური კომისიის საბჭოს წევრის, ნურლან ალდაბერგენოვის თქმით, მობილური ოპერატორები უკვე მზად არიან „როუმინგის“ ფასების შემცირებისთვის. ფასები შემცირდება ყველა სახის ზარსა და გზავნილზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, რომელთა შორისაა რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, სომხეთი და ყირგიზეთი. „დღეს ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობოთ ჩვენი საქმიანობის შესახებ. ჩვენ „როუმინგის“ ფასების შემცირებაზე დიდი ხანია ვმუშაობთ და პირველი შედეგი უკვე გვაქვს“, - განაცადა ალდაბერგენოვმა.

“როუმინგის“ ფასები უკვე შეამცირა უმსხვილესმა რუსულმა მობილურმა ოპერატორმა VimpelCom-მა.