"ვისოლმა" საწვავის ახალი ბარათის - "ვისოლ ქარდის" პრეზენტაცია გამართა

"ვისოლმა" საწვავის ახალი ბარათის - "ვისოლ ქარდის" პრეზენტაცია გამართა. კომპანიის ინფორმაციით, "ვისოლ ქარდის" მეშვეობით მომხმარებელს საწვავის ელექტრონულად, "ვისოლის" ვებ გვერდის ან TBC PAY-ს აპარატების დახმარებით შეძენა შეუძლიათ. "ვისოლმა" ქართულ ბაზარზე საწვავის შესყიდვის ინოვაციური ფორმა დანერგა და მომხმარებელს საშუალება მისცა, პლასტიკური ბარათის - "ვისოლ ქარდის" მეშვეობით საწვავი ელექტრონულად, "ვისოლის" ვებ გვერდის ან TBC PAY-ს აპარატების დახმარებით შეიძინოს და წინასწარ დაგეგმოს მგზავრობის ხარჯები. ამავდროულად, "ვისოლ ქარდის" მფლობელები მუდმივად სარგებლობენ 5-დან 10 თეთრამდე ფასდაკლებით შესყიდული საწვავის მოცულობიდან გამომდინარე. ახალი ინოვაციური პროდუქტის პრეზენტაცია "ვისოლმა" კაფე "ინოვაში" მოაწყო", - აღნიშნავენ "ვისოლში".

თავად კომპანიის გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, "ვისოლი" ინარჩუნებს ინოვატორის სტატუსს ქართულ ნავთობბაზარზე და კიდევ ერთ მაღალტექნოლოგიურ სერვის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს.  "საწვავის შესყიდვის ახლებური ფორმა - "ვისოლ ქარდი" ფიზიკურ პირებს საშუალებას მისცემს კომფორტულად, დამატებითი დროის დახარჯვის გარეშე ელექტრონულად შეიძინონ საწვავი, წინასწარ განსაზღვრონ საწვავის ბიუჯეტი, რომ არ აღმოჩდნენ მოულოდნელი ხარჯების პირისპირ და არ იყვნენ დამოკიდებულნი ავტოგასამართ სადგურზე მისვლისას ნაღდი ფულის ქონაზე. 5-დან 10 თეთრამდე ფასდაკლება კი ერთგული მომხმარებლისთვის "ვისოლთან" ურთიერთობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის", - აცხადებს "ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, "ვისოლ ქარდზე" შეიძლება ჩაიტვირთოს სასურველი რაოდენობის ნებისმიერი ტიპის პროდუქტი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან კომპანიის ოფისში მისვლის გარეშე. "ვისოლ ქარდი" ხარჯების კონტროლის უნიკალური საშუალებაცაა, რადგან მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ვირტუალური ანგარიშით შესაძლებელია შეძენილი პროდუქტის რაოდენობისა და ნაშთის შემოწმება.

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან "ეკოს" უმაღლესი ხარისხის საწვავი ექსკლუზიურად მხოლოდ "ვისოლის" ქსელში იყიდება. "ვისოლი" ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში. 2001 წელს "ვისოლი" იყო პირველი ნავთობკომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი, კორპორაციული ჩიპური ბარათი დანერგა და 2009 წლიდან კორპორაციულ მომხმარებელს უკვე ავტოპარკის მართვის უნიკალურ GoLive სატელიტურ სისტემას სთავაზობს; 2013 წელს კი კომპანიამ ავტოგასამართი სადგურების მთელს ქსელში პირველად საქართველოში საწვავის მიწოდების უახლესი ტექნოლოგია - ავტომატიზაციის სისტემა დანერგა, რომელიც საწვავის ხარისხის კონტროლისა და 100% სიზუსტით მიწოდების დამატებითი მაღალტექნოლოგიური გარანტიაა. შესაბამისად, "ვისოლი" ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია", - აღნიშნავენ კომპანიაში.