"ტელეგრაფმა" მსოფლიოს ყველაზე საშიში სასტუმროების სია გამოაქვეყნა (+ფოტო)

მსოფლიოში არაერთი უცნაური სასტუმრო არსებობს, რომელთა ვიზიტორებიც საშიშ ისტორიებს ყვებიან. „ტელეგრაფმა“ მათ ისტორიებზე დაყრდნობით მსოფლიოში ყველაზე შემზარავი სასტუმროების სია გამოაქვეყნა.

პირველ ადგილს იკავებს ინგლისში, კერძოდ, სურეიში მდებარე სასტუმრო Oatlands Park Hotel-ი

, რომელიც მე-19 საუკუნეში ააგეს. აღნიშნული სასტუმროს შენობა მე-16 საუკუნეში აშენებული სასახლის საფუძველზე ააშენეს, რომელიც მეფე ჰენრი VIII-მ დედოფალს მიუძღვნა. როგორც სასტუმროს თანამშრომლები ამბობენ, შენობაში ცხოვრობს მოჩვენება ქალი, რომლისთვისაც არაერთხელ მოუკრავთ თვალი. მეორე ადგილს იკავებს, ლატვიაში მდებარე სასტუმრო Karosta Prison Hostel, რომელიც ადრე ნაცისტებისა და საბჭოთა კავშირის ძალების სამხედრო ციხის შენობას წარმოადგენდა. სწორედ აღნიშნულ შენობაში არაერთი პატიმარი დაღუპულა. შენობას ციხის ინტერიერი შენარჩუნებული აქვს. ვიზიტორები კი ხშირად ყვებიან პარანორმალურ მოვლენებზე, მაგალითად, როგორ იღება კარი თავისით. ამბობენ, მოჩვენებებითაა სავსე იტალიაში, კერძოდ, ფლორენციაში მდებარე სასტუმრო Burchianti-იც, რომელსაც ერთ დროს ბენიტო მუსოლინიც სტუმრობდა. სასტუმროს ვიზიტორები ამბობენ, რომ მათ ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს ვიღაც უთვალთვალებს. ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარეობს სასტუმრო Russell Hotel-ი, რომლის მერვე ნომერში, როგორც ამბობენ, მეზღვაურის მოჩვენება ცხოვრობს. ვიზიტორებს და სასტუმროს თანამშრომლებს არაერთხელ გაუგონიათ აქ ფეხის ნაბიჯების ხმა.  ყველაზე საშიში სასტუმროების სიაში შევიდა დანიაში მდებარე მე-12 საუკუნეში აშენებული Dragsholm Slot-ის სასტუმროც, სადაც არაერთხელ შეუნიშნავთ ორი ქალის მოჩვენება. ლოს-ანჟელესში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში კი, რომელსაც მსახიობი მერლინ მონრო სტუმრობდა, ვიზიტორები ამბობენ, რომ ისინი მონროს ტანსაცმელში ჩაცმულ ქალს ხშირად ხედავენ.

მსგავსი სასტუმროები მსოფლიოში არაერთია. მიუხედავად საშიში ისტორიებისა, მათ ვიზიტორები დღემდე არ აკლიათ.

იხილეთ ფოტოგალერეა