თბილისში დევიდ ალენის მასტერკლასი ტარდება

"დროის მეფედ" აღიარებული დევიდ ალენის მასტერკლასი ამ წუთებში "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში" ტარდება. მასტერკლასი სამ დიდ ეკრანზე, სპიკერის სინქრონული თარგმანის მეშვეობით ტარდება. პარალელურად, დევიდ ალენის წიგნის - Getting things Done-ის ქართული თარგმანის პრეზენტაციაც მიმდინარეობს.

"დროის მეფის" წარმატების საიდუმლო ქართულ ენაზე გამომცემლობა "პალიტრა L"- მა თარგმნა.  გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერის სოფო საყევარიშვილის ინფორმაციით, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, ქართულ ენაზე ეთარგმნა და გამოეცა დევიდ ალენის ბესტსელერი - "საქმესთან გამკლავების ხელოვნება" , რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონიანი ტირაჟით იყიდება და ის საინტერესოა როგორც ტოპმენეჯერებისთვის, ასევე რიგითი ადამიანებისთვის. დევიდ ალენის ეს წიგნი პროექტ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში გამოიცა­.

მეცხრე ადგილი მსოფლიოს 30 საუკეთესო ბიზნეს ლიდერს შორის, საუკეთესო აშშ-ს 5 ტრენერს შორის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე, საერთაშორისო მასშტაბით გაყიდული 2 მილიონი წიგნის ავტორი - ეს დევიდ ალენის პროფესიული მიღწევის არასრული სიაა.

მასტერკლასი 20.00 საათამდე გაგრძელდება.