”გაზპრომი” მსოფლიოს მსხვილი ენერგოკომპანიების ტოპათეულიდან გაქრა

Platts -ის ვერსიით, მსოფლიოს ენერგოკომპანიათა რეიტინგში, რომელშიც მოცემულია მსოფლიოს ტოპ 250 უმსხილესი კომპანიის მაჩვენებლები, ”გაზპრომმა” მეათე ადგილიდან 43-ე ადგილზე გადაინაცვლა.

2014 წლის შემაჯამებელი ანგარიშების თანახმად, ”გაზპრომი” ტოპათეულში შედიოდა, ხოლო 2015 წლის ანგარიშებით, ათეულში მხოლოდ ერთი რუსული კომპანია ”როსნეფტი” შედის. გასულ წელს ”როსნეფტი” მეექვსე ადგილს იკავებდა. 2015 წლის მაჩვენებლებით, ყველა რუსული კომპანიის შედეგები გაუარესებულია, გამონაკლისია მხოლოდ ”სურგუტნეფტეგაზი”, რომელმაც 18-ე ადგილიდან 12-ე ადგილზე გადაინაცვლა. ”ლუკოილმა" 11-ე ადგილიდან 13 ადგილზე გადაინაცვლა. ”ტატნეფტმა" - 48-დან 64-ზე, ხოლო ”ტრანსნეფტმა" - 29-დან 83-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი მაჩვენებელი დააფიქსირა ბრიტანულმა კომპანიამ BP (”British Petroleum), რომელმაც მეორე ადგილიდან 29-ე ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიოს ყველაზე მსხვილ და უძლიერეს კომპანიებად დღეს ExxonMobil, Chevron და Royal Dutch Shell რჩებიან.

Platts-ის გამოქვეყნებული წამყვანი ენერგოკომპანიების რეიტინგი დაფუძნებულია კომპანიათა ფინანსურ შედეგებზე ერთობლივი აქტივებით, რომელიც 5$ მილიარდზე მეტი ნავაჭრის, მოგების, შემოსავლიანობისა და ჩადებული კაპიტალის რაოდენობასთან ერთად განისაზღვრება. Platts-ი ამერიკული საინფორმაციო სააგენტოა, მისი პუბლიკაციები სპეციალიზებულია ნავთობის ფასის, ნავთობის პროდუქტების, ბუნებრივი აირის, საწარმოო ლითონების მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გაყიდვის ინფორმაციებზე.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ”გაზპრომს" ბიუჯეტი 8 მილიარდ რუბლზე მეტით უნდა შეევსო. ენერგეტიკის სამინისტროს უარყოფის მიუხედავად, ბიუჯეტში მთელი მომავალი წლისთვის გათვალისწინებულია ნავთობზე საექსპორტო ბაჟის გაყინვა და ”გაზპრომისთვის” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე გადასახადის ზრდა.

წყარო

თარგმნა ეკა გადახაბაძემ