ევროპაში  საწვავი ყველაზე ძვირი იტალიაში, ყველაზე იაფი კი რუსეთში ღირს

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით, ევროპაში ყველაზე ძვირი საწვავი იტალიაში, ყველაზე იაფი კი რუსეთში ღირს.

"ჩვენ მიმოვიხილავთ საწვავის ფასს ოქტომბრის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შემცირდა 0,01 ევროთი და შეადგენს საშუალოდ 1,10 ევროს/ლიტრაზე. A-95 მარკის ბენზინი ყველაზე გავრცელებული საწვავის სახეობაა ევროპაში და ყველა ავტოგასამართ სადგურზე გვხვდება.

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში სუპერის ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,63 ევროს (დაახლოებით 4,29 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,56 ევროს (დაახლოებით 4,11 ლარი), დიზელის საწვავი - 1,25 ევროს (დაახლოებით 3,29 ლარი); ნორვეგიაში სუპერის ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,66 ევროს (დაახლოებით 4,37 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინი - 1,55 ევროს (დაახლოებით 4,08 ლარი), დიზელის საწვავი - 1,54 ევროს (დაახლოებით 4,06 ლარი); იტალიაში სუპერის ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,74 ევროს (დაახლოებით 4,58 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინი - 1,58 ევროს (დაახლოებით 4,16 ლარი), დიზელის საწვავი - 1,46 ევროს (დაახლოებით 3,85 ლარი).

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერის ტიპის ბენზინის ფასი - 0,57 ევრო (დაახლოებით 1,50 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინი - 0,52 ევრო (დაახლოებით 1,37 ლარი), დიზელის საწვავი - 0,49 ევროს (დაახლოებით 1,29 ლარი). ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა. კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი სუპერის ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,88 ევროს (დაახლოებით 2,32 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინი - 0,84 ევროს (დაახლოებით 2,21 ლარი), დიზელის საწვავი - 0,78 ევროს (დაახლოებით 2,05 ლარი); აზერბაიჯანში - სუპერის ტიპის ბენზინის ფასი - 0,87 ევროს (დაახლოებით 2,29 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინი - 0,80 ევროს (დაახლოებით 2,11 ლარი) - ამ ორივე პროდუქტს აზერბაიჯანი არ აწარმოებს და ის ევროპიდან იმპორტირებულია, ადგილობრივი წარმოებული დიზელის საწვავი - 0,50 ევროს (დაახლოებით 1,32 ლარი); უკრაინაში - სუპერის ტიპის ბენზინის ფასი - 0,84 ევროს (დაახლოებით 2,21 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინი - 0,78 ევროს (დაახლოებით 2,05 ლარი), დიზელის საწვავი - 0,69 ევროს (დაახლოებით 1,82 ლარი); მოლდოვაში - სუპერის ტიპის ბენზინის ფასი - 0,84 ევროს (დაახლოებით 2,21 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინი - 0,81 ევროს (დაახლოებით 2,13 ლარი), დიზელის საწვავი - 0,71 ევროს (დაახლოებით 1,87 ლარი).

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი - 2,07-2,10 ლარი; პრემიუმის ტიპის ბენზინი - 1,99-2,05 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,83-1,98 ლარი; დიზელი ლ-62 - 1,77-1,80 ლარი; ევრო დიზელი - 1,92-1,99 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 25-30 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე," - წერია ,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.