bpn.ge-ის სტატიამ მედიაკონკურსში გაიმარჯვა

bpn.ge-ზე გამოქვეყნებულმა სტატიამ -  აქვს თუ არა დედაქალაქს განგაშის სისტემა -  ASB-სა (Arbeiter-Samariter-Bound) და Save the Children in Georgia-ს მიერ გამოცხადებულ მედია კონკურსში გაიმარჯვა.

ჟურნალისტ სალომე გოგოხიას სტატიამ ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე გამოცხადებულ კონკურსში მესამე ადგილი აიღო.

კონკურსის პირველი ადგილი "ჯი-დი-ეს"-ის ჟურნალისტმა ქეთო პაიჭაძემ დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს თამთა კაკაურიძეს ერგო.

ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით, ASB-სა და Save the Children in Georgia-ს მიერ მედია დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო "კოსტეში" გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე გამარჯვებულები და კონკურსის მონაწილეები ორგანიზატორებმა სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.