შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე მალტის დროშით მცურავი გემი დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე მალტის დროშით მცურავი გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა ყულევის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს 65 000 ლარიანი ჯარიმის გარდა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა, რომლის ოდენობაც 3000 ლარს აღწევს.

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.