რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის სასურსათო ბლოკადის ერთ-ერთი ინიციატორის ლემურ ისლამოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ყირიმის ნახევარკუნძულის სასურსათო ბლოკადის ერთ-ერთი ინიციატორის, ლემურ ისლამოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, დილიდან ისლამოვის კუთვნილ კომპანიებში ჩხრეკა ტარდება, რუსეთის ბანკმა კი, ისლამოვის კუთვნილ ბანკს ლიცენზია ჩამოართვა. ლემურ ისლამოვი ასევე, ტელეკომპანია АТР-ის მფლობელია. სექტემბერში ის, სხვა ყირიმელ თათრებთან ერთად, ყირიმის სასურსათო ბლოკადის ინიციატივით გამოვიდა. ბოლო თვენახევარია, აქტივისტები ნახევარკუნძულზე საკვები პროდუქტებით დატვირთულ მანქანებს არ ატარებენ.

ლემურ ისლამოვი ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს.