„მეტი სიძულვილი მეტ ფულს ნიშნავს“

როგორ ებრძვიან გერმანიაში მიგრანტების მიმართ შეუწყნარებლობას

გერმანიაში მიგრანტების მიმართ შეუწყნარებლობას უჩვეულო გზით ებრძვიან. გერმანელმა მოხალისეებმა პროექტი „სიძულვილი გვეხმარება“ აამოქმედეს. პროექტის თანახმად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ყოველი ქსენოფობიური კომენტარისთვის, მოხალისეები მიგრანტების დასახმარებლად 1 ევროს გადარიცხავენ.

ქსენოფობიური პოსტების ძებნაში პროექტის ავტორებს დახმარებას უწევენ ინტერნეტ მომხმარებლებიც, რომლებიც Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებში მიგრანტების წინააღმდეგ მიმართულ, სიძულვილით სავსე კომენტარებს ან ვებგვერდებს ეძებენ.

„მეტი ფული მეტ სიძულვილს ნიშნავს“, - ამბობენ პროექტის ორგანიზატორები. მათივე თქმით, ამ დროისთვის პროექტმა უკვე 1 300 ევრო დააგროვა.

პროექტს მხარდაჭერა Facebook-მაც გამოუცხადა და ორგანიზატორებს რეკლამით დაეხმარა. შემოწირულობის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ინფორმაციით, წელს ქვეყანაში ერთ მილიონამდე მიგრანტი ჩავა.